2015 წლის ოქროს ბურთის მოსაპოვებლად მესი, რონალდო და ნეიმარი იბრძოლებენ.
ლიონელ მესის აღნიშნული ჯილდო 4-ჯერ აქვს მოგებული, რონალდოს 3-ჯერ, ნეიმარი კი სამეულში პირველად იმყოფება.
გამარჯვებულის ვინაობა 11 იანვარს, ციურიხში FIFA-ს გალა-დაჯილდოებაზე გახდება ცნობილი.
2015 წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის კი ხოსეპ გვარდიოლა (მიუნჰენის ბაიერნი), ლუის ენრიკე (ბარსელონა) და ხორხე სამპაოლი (ჩილეს ნაკრები) იბრძოლებენ.
წყარო: FIFA.com