მიუნჰენის ბაიერნის თავმდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.
პოლონელი ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკის, პოკერის და პენტა-თრიკის ავტორია. ასევე, ლევანდოვსკი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც თამაშში ცვლილებით ჩაერთო და 5 გოლის გატანა მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის მექვსე ტურში ვოლფსბურგს 9 წუთიან ინტერვალში ხუთი გოლი გაუტანა.
წყარო: eurosport