17 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
მამის კვალზე - ზიდანის შვილი თავით უხეში თამაშის გამო მოედნიდან გააგდეს

ზინედინ ზიდანის შვილი, ლუკა ზიდანი, რომელიც მადრიდის რეალის ახალგაზრდული გუნდის მეკარეა, მოწინააღმდეგისთვის თავის ჩარტყმის გამო მოედნიდან გააგდეს.

ინციდენტი ატლეტიკოსა და რეალის ახალგაზრდული გუნდების დაპირისპირებისას მოხდა. 17 წლის მეკარემ ატლეტიკოს ფეხბურთელს თავი ჩაარტყა და შემდეგ ხელი ჰკრა.

შეგახსენებთ, რომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ზინედინ ზიდანი მარკო მატერაცისთან უხეშობის გამო შეხვედრის არბირტმა წითელი ბარათით დასაჯა.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები