17 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
პეპე რეინამ მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა

იტალიის სერია ა-ს მეთოთხმეტე ტურის მატჩში, ნაპოლიმ ინტერს უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

ამ მატჩში ნაპოლის მეკარის, პეპე რეინას მშრალი სერია შეწყდა. მან გოლი 67-ე წუთზე გაუშვა, თუმცა მიმდინარე სეზონის რეკორდი მაინც დაამყარა.

ესპანელ მეკარეს გოლი 534 წუთის განმავლობაში არ ჰქონდა გაშვებული. 

წინა რეკორდი მანჩესტერ იუნაიტედის მეკარეს, დავიდ დე ხეას ეკუთვნოდა, რომელმაც კარი მშრალად 500 წუთის განმავლობაში შეინახა.

 

წყარო: Football Italia

დღის ამბები