დორტმუნდის ბორუსიას მცველმა, მატს ჰუმელსმა მიმდინარე სეზონში მის თამაშზე ისაუბრა.
"ვთვლი, რომ პრესაში არასწორად აფასებენ ჩემს თამაშს. ვფიქრობ, რომ გაცილებით კარგად ვასპარეზობ, ვიდრე წერენ. უარყოფითი სტატიები უკეთესად იყიდება", - განაცხადა ჰუმელსმა.
27 წლის ფეხბურთელი, დორტმუნდის ბორუსიას ღირსებას 2008 წლიდან იცავს.
წყარო: goal.com