საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, მანუელ ვალსმა განაცხადა, ეროვნულ ნაკრებში კარიმ ბენზემას ხილვა აღარ სურს.
"თუ მსგავს ინციდენტში რომელიმე მინისტრი გაეხვეოდა, ის თანამდებობას დატოვებდა. საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი სხვებისთვის მაგალითი უნდა იყოს. ისინი პასუხისმგებლები უნდა იყვნენ საკუთარ საქციელზე. თუ ფეხბურთელს საკუთარი თავის გაკონტროლება არ შეუძლია, მაშინ მას ნაკრებში არაფერი ესაქმება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კარიმ ბენზემას მატიე ვალბუენას შანტაჟში ედება ბრალი და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
წყარო: eurosport