მილანის გენერალურმა დირექტორმა, ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა.
"იმედი მაქვს მილანი სტაბილურობას დაიბრუნებს და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება. მე მენატრება ლიგაზე თამაში. ჩვენი ადგილი იქაა. ზედიზედ 13 წელი ვთამაშობდით ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე და ეს ჩვევაში გადაგვეზარდა", - განაცხადა გალიანიმ.
მილანს ჩემპიონთა ლიგა 7-ჯერ აქვს მოგებული.
წყარო: sport-express.ru