ბრაზილიელი ფეხბურთელის, ნეიმარის ყოფილი კლუბი სანტოსი, ბარსელონისგან დამატებით 2 მილიონს მიიღებს.
ამის მიზეზი ის ხელშეკრულებაა, რაც ორ კლუბს შორის ტრანსფერის პერიოდში გაფორმდა - თუ ნეიმარი ოქროს ბურთის მოგების კანდიდატთა სამეულში მოხვდებოდა ესპანური კლუბი ვალდებული იყო სანტოსისთვის დამატებით 2 მილიონი ევრო გადაეხადა.
ნეიმარი ბარსელონაში 2013 წელს 57.1 მილიონ ევროდ გადავიდა.
წყარო: eurosport