ლონდონის ჩელსიმ ახალი სტადიონის აშენებას გეგმავს, რომელიც 60.000 ადამიანზე იქნება გათვლილი.
საფეხბურთო არენა ამჟამინდელი სტადიონის, სტენფორდ ბრიჯის ადგილზე აშენდება.
თუ არისტოკრატები ლონდონის მერიასთან დროულად შეთანხმდებიან ყველა დეტალზე, მაშინ მშენებლობა 2015-16 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყება.
მშენებლობის პერიოდში ჩელსი საშინაო შეხვედრებს "უემბლის" სტადიონზე ჩაატარებს, რომელიც ინგლისის ნაკრების საკუთრებაა.
წყარო: Twitter.com