ზაზა ფაჩულიას დალას მავერიქსი, პორტლენდს დაუპირისპირდა და მეტოქე ოვერტაიმში 115:112 დაამარცხა.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 38:03 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 14 ქულა, 21 მოხსნა, ერთი პასი, ერთი ჩაჭრა და ერთი ბლოკშოტი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მიმდინარე სეზონში რიგით მე-12-ე ორმაგი დუბლი შეასრულა.
მომდევნო შეხვედრას დალასი 5 დეკემბერს, ჰიუსტონ როკეტსთან გამართავს.
სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშებით დასრულდა:
კლივლენდი - ვაშინგტონი 85:97
ფილადელფია - ლეიკერსი 103:91
ბრუკლინი - ფინიქსი 94:91
მინესოტა - ორლანდო 93:96
ნიუ ორლეანი - მემფისი 104:113