17 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
კობი ბრაიანტი მშობლიური ქალაქიდან გააცილეს

NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, ფილადელფიამ ლოს ანჯელეს ლეიკერსი 103:91 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

გულშემატკივრებმა განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს კობი ბრაიანტს, რომელიც წარმოშობით ფილადელფიიდანაა. "შავი მამბა" მატჩის დაწყებამდე სხვადასხვა პრიზით დააჯილდოვეს, ხოლო მის ყველა ჩაგდებულ ბურთს ტრიბუნებზე ემოციურად აღნიშნავდნენ.

რამდენიმე დღის წინ კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები