ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მიურეიმ, ქვეყნის ჩოგბურთის ფედერაცია უმოქმედობაში დაადანაშაულა.
"ახალი თაობა არ ჩანს. არ ვიცი ჩოგბურთის ფედერაცია რას აკეთებს. ახალგაზრდა ბრიტანელები დიდი სლემის ტურნირებზე არ თამაშობენ, რაც ნერვიულობის საბაბს იძლება. ადრე ამ მხრივ ყველაფერი კარგად იყო. ამჟამად დრო არ მაქვს, თუმცა როდესაც კარიერას დავასრულებ მომავალი თაობის განვითარებაში ჩემს წვლილს შევიტან", - განაცხადა მიურეიმ.
ენდი მიურეიმ, რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის ნაკრებთან ერთად დევისის თასი მოიგო.
წყარო: bbc.com