პორტუს მეკარემ, იკერ კასილიასმა, Facebook-ის გვერდზე გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა. მან ასევე განიხილა ამერიკაში თამაშის პერსპექტივა.
"ვფიქრობ, რომ ამერიკაში დონე გაიზარდა. შესაძლოა თუ არა, რომ იქ აღმოვჩნდე? რატომაც არა. პორტუსთან 3 წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და მსურს ბოლომდე გავამართლო იმედები", - განაცხადა კასილიასმა.
იკერ კასილიასი, პორტუში გასულ ზაფხულს გადავიდა.
წყარო: eurosport