კლივლენს კავალიერსის კალათბურთელმა, ლებრონ ჯეიმსმა, კობი ბრაიანტზე ისაუბრა.
"მინდა კობის ვგავდე. ჩვენ პარკეტზე მოწინააღმდეგეები ვიყავით, თუმცა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა ყოველთვის გვქონდა. ვფიქრობ, რომ ბრაიანტისნაირი მოთამაშე ჩვენს ლიგას აღარ ეყოლება",- განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა.
კობი ბრაიანტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კარიერას სეზონის ბოლოს დაასრულებს.
წყარო: nba.com