მადრიდის რეალი შესაძლოა ესპანეთის თასიდან მოკვეთონ.
კადისთან გამართულ შეხვედრაში, რუს ფეხბურთელს დენის ჩერიშევს მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, რადგან მან წინა გათამაშებაში, ვილიარეალის რიგებში 3 ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ავტომატურ დისკვალიფიკაციას ნიშნავს.
გავრცელებული ინფორმაციით, კადისმა უკვე შეიტანა სამეფო კლუბის წინააღმდეგ სარჩელი და გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.
მატჩი რეალის გამარჯვებით 1:3 დასრულდა, ხოლო ერთი გოლი ჩერიშევმა გაიტანა.
წყარო: marca.com