17 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
კლიჩკოსა და ფიურის განმეორებითი ბრძოლა 2016 წელს გაიმართება

უკრაინელმა მოკრივემ ვლადიმირ კლიჩკომ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბრიტანელ ტაისონ ფიურისთან დამარცხდა, სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

"მე საშობაო საჩუქარი მაქვს ფიურისთვის და ბოქსის ყველა მოყვარულისთვის. კონტრაქტში ჩადებული პუნქტით ვსარგებლობ და რევანშს ვითხოვ. ბრძოლა 2016 წელს გაიმართება. ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განაცხადა კლიჩკომ.

ტაისონ ფიურიმ, ვლადიმირ კლიჩკოს 11 წლიანი დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები