17 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
"ფინანსური პრობლემების გამო ბარსელონამ შესაძლოა მესი და ნეიმარი გაყიდოს"- Daily Mail

Daily Mail-ის ინფორმაციით, ბარსელონას ხელმძღვანელობა გუნდის ლიდერების, ლიონელ მესისა და ნეიმარის გაყიდვის ვარიანტებს განიხილავს.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ კატალონიელები ყატარის ავიახაზებთან ახალ კონტრაქტს ვერ გააფორმებენ.

ფეხბურთელების შეძენის მთავარ კანდიდატებად ინგლისური კლუბები: სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი და ჩელსი მიიჩნევიან.

ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ბარსელონა სტადიონის სახელწოდების გაყიდვასაც განიხილავს.

მესი და ნეიმარი კრიშტიანო რონალდოსთან ერთად ოქროს ბურთის მოპოვების კანდიდატები არიან.

 

წყარო: Daily Mail, eurosport

 

დღის ამბები