17 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
კარიმ ბენზემამ მატიე ვალბუენას შანტაჟის საქმეზე ისაუბრა

კარიმ ბენზემამ ერთ-ერთ ფრანგულ ტელეკომპანიას, მატიე ვალბუენას შანტაჟის საქმეზე ინტერვიუ მისცა.

"მე ვიცოდი ჩანაწერების არსებობის შესახებ და ამის შესახებ გავაფრთხილე ვალბუენა. მე მას დახმარება შევთავაზე, რადგან ადრე მსგავს შემთხვევასთან მეც მქონდა საქმე. როდესაც მესმის ხმები, რომ მე შანტაჟის საქმეში ვარ გარეული, ეს უბრალოდ სასაცილოა.

მე ფული არ მჭირდება. უბრალოდ ჩემი მეგობრის დახმარება მინდოდა. ვალბუენამ მადლობა გადამიხადა, რომ დროულად გავაფრთხილე. საშინელებაა დამნაშავედ რომ მივაჩნივარ ხალხს. ერთადერთი რასაც ვნანობ ისაა, რომ ამ საქმეებს ტელეფონით განვიხილავდი, რისთვისაც ვალბუენას ბოდიშს ვუხდი", - განაცხადა ბენზემამ.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბენზემას 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები