საქართველოს 19 წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში ესპანეთთან, ინგლისთან და საბერძნეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ელიტ რაუნდის მატჩები ესპანეთში 24-26-29 მარტს ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატი კი 2016 წლის 11-24 ივლისს, გერმანიაში გაიმართება.
ასევე, საქართველოს 17 წლამდე ნაკრების მეტოქეების ვინაობაც გახდა ცნობილი. ქართველი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში რუსეთის, ბოსნიის და იტალიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
ელიტ რაუნდის მატჩებს 15, 17, 20 მარტს თბილისი უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატს კი 2016 წლის 5-21 მაისს აზერბაიჯანი უმასპინძლებს.
წყარო: GFF