ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მადრიდის რეალი ქვეყნის თასის გათამაშებიდან მოკვეთეს.
ტურნირზე კადისთან გამართულ შეხვედრაში (1:3), რუს ფეხბურთელს დენის ჩერიშევს მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, რადგან მან წინა გათამაშებაში, ვილიარეალის რიგებში 3 ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ავტომატურ დისკვალიფიკაციას ნიშნავს.
მოსამართლე ფრანცისკო რუბიოს განაჩენით კი სამეფო კლუბი მიმდინარე სეზონში ესპანეთის თასიდან მოკვეთილია და მადრიდულ კლუბს ფინანსური ჯარიმის გადახდაც მოუწევს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბლანკოსი მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. რეალის წარმომადგენლების თქმით, ისინი არ იყვნენ ინფორმირებულნი ჩერიშევის დისკვალიფიკაციის შესახებ.