ლოს ანჯელეს ლეიკერსის მცველმა, კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის სურვილი აქვს.
"მოხარული ვიქნები თუ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას კვლავ მივიღებ. თუმცა თუ ჩემი ორგანიზმი ცუდ მდგომარეობაში იქნება, მაშინ იქ წასვლას აზრი არ ექნება. თუ შევატყობ, რომ გუნდისთვის სარგებლის მოტანა შემიძლია, ამ შემთხვევაში ვითამაშებ", - განაცხადა ბრაიანტმა.
კობი ბრაიანტმა რამდენიმე დრის წინ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს.
წყარო: Reuters