ბარსელონას ფეხბურთელი ლიონელ მესი, ინსტაგრამზე 30 მილიონმა ადამიანმა გამოიწერა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, გოლდენ სტეიტ უორიორზის კალათბურთელმა სტეფან კარიმ, არგენტინელ ფეხბურთელს საკუთარი 30 ნომრიანი მაისური გაუგზავნა.
"დიდი მადლობა კარის ასეთი საჩუქრისთვის. როდესაც ის დააგროვებს 10 მილიონ გამომწერს, მე ჩემს მაისურს გავუგზავნი", - განაცხადა მესიმ.
ამჟამად ინსტაგრამზე სტეფან კარის 6 მილიონი გამომწერი ჰყავს.
წყარო: eurosport