პსჟ-ის თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა, მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მის კლიენტს კარიერის დასრულება ნაპოლიში სურს.
"დღეს ნაპოლის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი და შესანიშნავი სპორტული დირექტორი ჰყავს. იბრაჰიმოვიჩმა მითხრა, რომ კარიერის დასრულება ნაპოლიში სურს, თუმცა ის კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის ინტერესებში არ შედის", - განაცხადა რაიოლამ.
ზლატან იბრაჰიმოვიჩს იტალიაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. ის მილანის, იუვენტუსისა და ინტერის ღირსებას იცავდა.
წყარო: Football Italia