რუმინეთის ჩემპიონატის მეორე ლიგის შეხვედრაში ინციდენტი მოხდა.
ფარულ კონსტანცა-დუნარეა კალარასის შეხვედრის დამატებულ წუთებზე მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა და ფარულ კონსტანცას მეკარეს, ალექსანდრო გუდეას ფიზიკურად დაუპირისპირდა.
შეხვედრის მთავარმა მსაჯმა კი მეკარე მოედნიდან გააძევა.
მატჩი დუნარეა კალარასის გამარჯვებით 2:6 დასრულდა.
ვიდეო: youtube