ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე გააკეთა კომენტარი.
"ვფიქრობ, რომ ჩელსის ახალი ფეხბურთელების დამატება არ სჭირდება. ჩვენ ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი, რაც გვაქვს. პრობლემა არ არის იმაში, რომ ჩელსი სატრანსფერო ბაზარზე არ აქტიურობს. ყველამ უნდა იგრძნოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და კლუბისთვის თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთოს",-განაცხადა პორტუგალიელმა.
ლონდონის ჩელსი ინგლისის პრემიერლიგაში 15 ტურის შემდეგ ამდენივე ქულით მეთოთხმეტე ადგილს იკავებს.
წყარო: chelseafc.com