მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერენა უილიამსმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ გამოტოვა სეზონის ბოლო ნაწილი.
"მოტივაციის პრობლემა არასდროს მქონია. ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ ტრავმა მაწუხებდა და მსურდა ბოლომდე გამოვჯანმრთელებულიყავი", - განაცხადა უილიამსმა.
სერენა უილიამსმა მიმდინარე სეზონში დიდი სლემის სამი ტურნირი მოიგო.
წყარო: rappler.com