მილანის ვიცე პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ გუნდის შესახებ ისაუბრა.
"ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იყო და ის არ შეცვლილა. ყველა მატჩში მოსაგებად უნდა გავიდეთ. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს, რომელშიც 28 ფეხბურთელი ირიცხება. ილუზიების შექმნა არ მსურს, თუმცა ვიცი, რომ მილანი სერიოზული კლუბია", - განაცხადა გალიანიმ.
სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში, მილანი 24 ქულით მერვე ადგილს იკავებს.
წყარო: Football Italia