ბუნდესლიგის მეთხუთმეტე ტურის მატჩში კიოლნმა აუგსბურგს უმასპინძლა.
შეხვედრეის 58-ე წუთზე აუგსბურგის კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა. სტუმართა გუნდის მეკარემ მარვინ ჰიტზმა კი თერთმეტმეტრიანის ნიშნული გააფუჭა, რის გამოც კიოლნის ფეხბურთელს ფეხი დაუცურდა და პენალტი ცუდად შეასრულა.
"როდესაც ეს მომენტი განმეორებით ვნახე, შემრცხვა. მსგავსი რამ მომავალში აღარ განმეორდება", - განაცხადა მატჩის შემდეგ მეკარემ.
შეხვედრა აუგსბურგის გამარჯვებით 0:1 დასრულდა.
წყარო: 101greatgoals.com