ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, დევიდ ბექჰემმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატები რუსეთსა და ყატარში უნდა ჩატარდეს.
"არ აქვს მნიშვნელობა კორუფცია იყო თუ არა. ქვეყნები უკვე არჩეულია და ხალხმა პატივი უნდა სცეს ამ არჩევანს. ინფრასტრუქტურის და კლიმატის პრობლემა ყატარში? - ეს ყველაფერი მოგვარდება", - განაცხადა ბექჰემმა.
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში, ხოლო 2022 წლის ყატარში ჩატარდება.
წყარო: eurosport
ფოტო: არქივი