მადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, რობერტ ლევანდოვსკის აგენტს, ცეზარ კუხარსკის შეხვდა.
კუხარსკი სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა რეალი-ხეტაფეს მატჩზე, სადაც მისი კლიენტის შესაძლო ტრანსფერს განიხილავდა.
სამეფო კლუბი ლევანდოვსკის ხელფასის სახით წელიწადში 12 მილიონ ევროს სთავაზობს, მაშინ როდესაც ბაიერნში მისი ანაზღაურება 10 მილიონი ევროა.
პოლონელ ფეხბურთელს ბაიერნთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.
წყარო: eurosport