იტალიური ვერონას 39 წლის ფეხბურთელმა, ლუკა ტონიმ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს.
"ვფიქრობ დრო მოვიდა კარიერის დასრულების. იმედი მაქვს, რომ მიმდინარე სეზონში ვერონას სერია A-ში ადგილის შენარჩუნებაში დავეხმარები",-განაცხადა ლუკა ტონიმ.
ვერონა იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატში 6 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.
წყარო: Football Italia