მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ანა ივანოვიჩმა საკუთარ მიზნებზე ისაუბრა.
"კვლავ მსურს დიდი სლემის ტიტულის მოგება. მსოფლიოს პირველი ჩოგანი უკვე ვიყავი, თუმცა ხალხს ტიტულებით ამახსოვრდები და არა რეიტინგით. დიდი სლემის ნებისმიერ ტურნირზე გამარჯვება სასიხარულოა, მაგრამ განსაკუთრებით ავსტრალიის ღია პირველობის და უიმბლდონის მოგება მსურს", - განაცხადა ივანოვიჩმა.
ანა ივანოვიჩი ამჟამად მსოფლიოს რეიტინგში მეთექვსმეტე ადგილს იკავებს.
წყარო: tennisworldusa.org