17 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
მადრიდის რეალის მეკარემ შშმ პირს სიურპრიზი მოუწყო

მადრიდის რეალის მეკარემ, კეილორ ნავასმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, სახელად ბილის, სიურპრიზი მოუწყო.

28 წლის მეკარემ სანტა კლაუსის კოსტიუმი ჩაიცვა და სამეფო კლუბის გულშემატკივარს მადრიდის ქუჩები დაათვალიერებინა. ნავასმა ახალგაზრდა ფანს სამახსოვროდ თავისი სპორტული ხელთათმანები გადასცა.

ბილის მოგზაურობის ხარჯები რეალის ფეხბურთელმა დაფარა.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები