ინგლისის პრემიერლიგის მეთხუთმეტე ტურის მატჩში მანჩესტერ იუნაიტედმა ვესტ ჰემს უმასპინძლა.
შეხვედრის მიმდინარეობის დროს იუნაიტედის გერმანელმა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა, მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, უინსტონ რიდს სახეში იდაყვი ჩაარტყა. ინციდენტი მატჩის მთავარმა არბიტრმა ვერ დაინახა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია შვაინშტაიგერს 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯის.
შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.
წყარო: eurosport