ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ მას თამაშის საკუთარი სტილი აქვს.
"მე ფედერერი არ ვარ. მას თავისი, ხოლო მე ჩემი სტილი მაქვს. ყოველთვის ვცდილობ უკეთესი გავხდე და თუ ეს გამომივა კიდევ დიდხანს ვითამაშებ", - განაცხადა ნადალმა.
რაფაელ ნადალს, დიდი სლემის 14 ტიტული აქვს მოგებული.
წყარო: tennis.com