მადრიდის რეალის თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ, მალმიოსთან მატჩში პოკერი შეასრულა და ჯგუფურ ეტაპზე გატანილი გოლებით რეკორდი დაამყარა.
პორტუგალიელ ფეხბურთელს 11 გოლი დაუგროვდა და თავისივე მიღწევა გააუმჯობესა. 2013-2014 წლების სეზონში რონალდოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 9 გოლი ჰქონდა გატანილი
რეალმა მალმიო 8:0 დაამარცხა.
წყარო: eurosport