17 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
ჟოზე მოურინიო VS იკერ კასილიასი - ძველი ნაცნობების დაპირისპირება

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩელსი პორტუს უმასპინძლებს.

ლონდონელებს ჯგუფიდან გასასვლელად ფრეც ჰყოფნით, ხოლო პორტუს მოგება აუცილებლად სჭირდება. გუნდებს შორის პორტუგალიაში გამართული მატჩი პორტუს გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

შეხვედრას დამატებით ინტერესს ის ფაქტი სძენს, რომ ერთმანეთს შეხვდებიან ჟოზე მოურინიო და იკერ კასილიასი. დღეს გაირკვევა რომელი მათგანის კლუბი გააგრძელებს ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.

2010 წელს მოურინიო მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. პორტუგალიელის მთავარი გამოწვევა - ესპანეთის ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას ჰეგემონიის დამხობა იყო.

მოურინიოსთვის პირველი კლასიკო წარუმატებელი აღმოჩნდა. კამპ ნოუზე ბარსელონამ რეალი 5:0 დაამარცხა. პორტუგალიელმა ამ ფაქტს მის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მძიმე მარცხი უწოდა. თანდათანობით დაიძაბა ურთიერთობა ამ ორი გრანდის ლიდერებს შორის. ფეხბურთელები მატჩების დროს ხელჩართულ ბრძოლასაც არ ერიდებოდნენ.

ჟოზეს აზრით, რეალი ბარსელონას მარტო ფეხბურთის თამაშით ვერ დაამარცხებდა, საჭირო იყო მათთვის “ომის“ გამოცხადება. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა რეალის კაპიტანი, იკერ კასილიასი, რომელმაც ბლაუგარანას ლიდერს, ხავი ერნანდესს დაურეკა და უთხრა:

"ორივე ვალდებული ვართ ჩვენი საქციელი გავაანალიზოთ და ვაგოთ პასუხი. ამ დაპირისპირებას დიდი ზიანი მოაქვს ესპანური ფეხბურთისთვის."

მოურინიოს არ მოეწონა კასილასის საქციელი, მას მიაჩნდა, რომ კონკურენტი გუნდის ფეხბურთელებთან ყოველგვარი კავშირი უნდა გაეწყვიტათ მის მოთამაშეებს.

პორტუგალილმა ბრალი დასდო კლუბის კაპიტანს, გუნდის შიდა ამბების გატანაში, თავის მეგობარ გოგონასთან, რომელიც ჟურნალისტია.

მოურინიოს კონფლიქტი მოუვიდა სხვა ფეხბურთელებთანაც, რადგან ისინი არ ეთანხმებოდნენ მის ტაქტიკას ბარსელონასთან თამაშის დროს, კერძოდ საყრდენ ნახევარმცველად პორტუგალიელი მცველის, პეპეს დაყენებას.

მალაგასთან შეხვედრისას, მოურინიომ იკერი სათადარიგო სკამზე დატოვა და ძირითადში ანტონიო ადანი ათამაშა. ამის შემდეგ ვალენსიასთან მატჩში კასილიასმა ხელის ტრავმა მიიღო და ფეხბურთს რამდენიმე თვით ჩამოშორდა.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, რეალმა დიეგო ლოპესი შეიძინა და სეზონის ბოლომდე ის იცავდა მადრიდელთა კარს.

2013 წელს მოურინიომ რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, ხოლო იკერი გუნდში დარჩა, თუმცა კაპიტანს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე და კოპა დელ რეიზე უწევდა თამაში. კასილიასის მიმართ გულშემატკივართა ნაწილიც უარყოფითად იყო განწყობილი. სანტიაგო ბერნაბეუზე მას უსტვენდნენ კიდეც.

საბოლოოდ 2015 წლის ზაფხულში კასილიასმა დატოვა რეალი და პორტოში აგრძელებს კარიერას.

 

წყარო: dailymail.co.uk

დღის ამბები