17 ნოემბერი 2024,   02:55
ვრცლად
ნეიმარი ლა ლიგის ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ბარსელონას ბრაზილიელი ფეხბურთელი, ნეიმარი, ლა ლიგის ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

გასულ თვეში, ესპანეთის ჩემპიონატში ნეიმარმა 3 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა. მიმდინარე სეზონში, პრიმერა დივიზიონში, ბრაზილიელის ანგარიშზე 14 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა.

ნეიმარი ლიონელ მესისთან და კრიშტიანო რონალდოსთან ერთად ოქროს ბურთის მოსაპოვებლადაც იბრძოლებს. გამარჯვებულის ვინაობა 2016 წლის იანვარში გახდება ცნობილი.  

 

წყარო: ლა ლიგის Twitter-ის ოფიციალური გვერდი.

 

დღის ამბები