საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა უმაღლესი ლიგის გასულ ტურში მომხდარი ყველა ინციდენტი განიხილა და კლუბები დააჯარიმა.
კომიტეტის გადაწყვეტილებით დინამო თბილისს 3000 ლარის გადახდა და დინამო არენაზე ერთი მატჩის უმაყურებლოდ გამართვა მოუწევს. სიონს კი 5000 ლარის გადახდა დაეკისრა. ბოლნისური კლუბის ხელმძღვანელობა კომიტეტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.
დინამოს და სიონის მსგავსად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე მომხდარი ჩხუბის გამო საფეხბურთო კლუბ ცხინვალს და თერჯოლის საპოვნელას ფინანსური სანქციები დაეკისრათ. ცხინვალი 1500 ლარით, ხოლო საპოვნელა 5000 ლარით დაჯარიმდა.
სიუჟეტის ავტორი: დავით ერაძე