ქუვეითის თასზე ალ ჯაჰრა ხაიტანის შეხვედრის დროს ერთ-ერთი მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ალ ჯაჰრას მფლობელმა შეიხებმა მოედანზე შესვლა მოახერხეს და მსაჯს რამდენიმეჯერ დაარტყეს.
ინციდენტი მე-13-ე წუთზე მოხდა. მსაჯებმა შეხვედრის გაგრძელება მოახერხეს, თუმცა 6 წუთში იგივე განმეორდა და თამაში საბოლოოდ შეწყდა. ჩხუბში ფეხბურთელებიც მონაწილეობდნენ.