ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსი-პორტუს დაპირისპირება რიგით 158-ე გამოდგა იკერ კასილიასისთვის, რომელმაც ტურნირზე ჩატარებული მატჩების მხრივ რეკორდი დაამყარა.
34 წლის ესპანელმა მეკარემ ჩავი ერნანდესის მიღწევა გააუმჯობესა.
კასილიასს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი 1999-2000 წლების სეზონში მადრიდის რეალის შემადგენლობაში ჰქონდა.
შეხვედრა ლონდონელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა და პორტუ ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.
წყარო: eurosport