ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსი-პორტუს შეხვედრის შემდეგ ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, იკერ კასილიასზე ისაუბრა.
"მე და იკერს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, ის - თავისას. ახლა კასილიასს იმ ტიტულის მოგების აქვს, რომელიც არასოდეს მოუპოვებია", -განაცხადა მოურინიომ.
შეხვედრა ჩელსის გამარჯვებით 2:0 დასრულდა. შედეგად არისტოკრატები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში იასპარეზებენ, ხოლო პორტუ ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს.
*იკერ კასილიასი ევროპა ლიგაზე კარიერაში პირველად იასპარეზებს.
*ჟოზე მოურინიო პორტუს მწვრთნელი 2002-04 წლებში იყო. პორტუგალიურ კლუბთან ერთად "განსაკუთრებულს" ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული. (2003-04)