ზაზა ფაჩულიას დალას მავერიქსმა ატლანტა ჰოუქსს უმასპინძლა და მეტოქე 95:98 დამარცხდა.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 37:50 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 11 ქულა, 17 მოხსნა, ერთი პასი და ერთი ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნმა მიმდინარე სეზონში მეცამეტე ორმაგი დუბლი შეასრულა.
მომდევნო შეხვედრას დალასი 13 დეკემბერს, ვაშინგტონ ვიზარდსთან გამართავს.
სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშებით დასრულდა:
ბოსტონი - ჩიკაგო 105:100
შარლოტი - მაიამი 99:81
ვაშინგტონი - ჰიუსტონი 103:109
დეტროიტი - მემფისი 92:93
ტორონტო - სან ანტონიო 97:94
მილუოკი - კლიპერსი 95:109
მინესოტა - ლეიკერსი 123:122
ფინიქსი - ორლანდო 107:104
იუტა - ნიუ იორკი 106:85