ბარსელონას ფეხბურთელის, ნეიმარის მამამ განაცხადა, რომ მისი შვილი რეალში არ გადავა.
"ბარსელონა არ დაელოდება როდის დარჩება კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი ან ორი წელი. ისინი ასე არ გარისკავენ. ნეიმარი რეალში არ გადავა. მას სურს, რომ ბარსელონასთან ერთად ისტორია დაწეროს", - განაცხადა ბრაზილიელი ფეხბურთელის მამამ.
ნეიმარს კატალონიელებთან კონტრაქტი 2018 წელს ეწურება.
წყარო: eurosport