ჟოზე მოურინიო თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. პორტუგალიელ სპეციალისტს სხვადასხვა კლუბებთან ერთად უამრავი ტიტული აქვს მოგებული.
მოურინიო ინგლისის (ჩელსი), იტალიის (ინტერი), ესპანეთის (რეალი) და პორტუგალიის (პორტუ) საფეხბურთო ჩემპიონატების ოქროს მედლის მფლობელია. ასევე 2-ჯერ მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა (პორტუ, ინტერი). ეს "განსაკუთრებულის" ტიტულების არასრული ჩამონათვალია.
გთავაზობთ, მოურინიოს ყველაზე დასამახსოვრებელ 15 გამონათქვამს:
* ბარსელონა დიდი კლუბია, თუმცა ლამის ორსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოიგო ჩემპიონთა თასი. არც ისე დიდი ხანია, რაც მწვრთნელი ვარ და იგივე ჯილდო მეც ერთხელ მაქვს მოგებული". (2005 წელი)
* თუ ჩელსის სამწვრთნელო პროცესში რომან აბრამოვიჩის აზრებს გავითვალისწინებ, მაშინ პრემიერლიგიდან გავვარდებით. თუ მე შევასრულებ აბრამოვიჩის საქმეებს, მაშინ ის გაკოტრდება.
* გთხოვთ, არ იფიქროთ, რომ ქედმაღალი ვარ, მაგრამ მე ჩემპიონთა ლიგის მოგება მოვახერხე, შესაბამისად მე განსაკუთრებული ვარ.
* როდესაც მსურს, რომ ჭკვიან ადამიანს ვუსმინო, მაშინ საუბარს ვიწყებ.
* იდეალური და უბრალო სამსახური, რომ მსურდეს პორტუში დავრჩებოდი და ლამაზ, ღრმა, კომფორტულ, ლურჯ სავარძელს დავჯერდებოდი. იქნებოდა ღმერთი და ღმერთის შემდეგ კი მე.
* შემომხედეთ მე მწვრთნელი ვარ და არა ჰარი პოტერი, რომ სასწაულები მოვახდინო. ჰარი პოტერი მაგიაა, ფეხბურთი კი რეალობა.
* მე არ ვფიქრობ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ, თუმცა ჩემზე უკეთესიც არავინაა.
*მე არ მჭირდება მოთამაშე, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანია, კარგი ხასიათით. ასეთი შვილები მინდა მყავდეს. მე მჭირდება მოთამაშე, რომელიც გოლს გაიტანს.
* იტალიურ ენას რამდენიმე თვე დღეში 5 საათის განმავლობაში ვსწავლობდი. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ ფეხბურთელებთან, გულშემატკივრებთან და ჟურნალისტებთან უკეთესი კომუნიკაცია მქონოდა. რაც შეეხება კლაუდიო რანიერის, ის ინგლისში 5 წლის მანძილზე იმყოფებნოდა და "დილა მშვიდობისა", "საღამო მშვიდობისას" გამართულად თქმა უჭირს.
* თუ ჩემზე ფილმის გადაღებას დააპირებენ, ჩემი როლი ჯორჯ კლუნიმ უნდა შეასრულოს. ის ბრწყინვალე მსახიობია.
*არსენ ვენგერი ერთ-ერთი ყველაზე გარყვნილი ადამიანია. მას სხვა სხვა ადამიანებისთვის ცქერა უყვარს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მეზობლებს ტელესკოპით აკვირდებიან, სწორედ ასეთია ვენგერიც. ის ჩელსის შესახებ გამუდმებით საუბრობს.
* მე კი არა, იესო ქრისტეს ჰყავდა ოპონენტები. ასე რომ, ვერაფრით გამაკვირვებთ.
* ბენიტესის ცოლს ჩემზე საუბრის ნაცვლად ურჩევნია მისი ქმრის დიეტაზე იზრუნოს.
* ავრაამ გრანტი ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგება და პრემიერლიგაში მეორე ადგილის დაკავება ჩავარდნა არაა. ეს დამარცხებული კაცის სიტყვებია, ამის მთქმელი ტიტულებს ვერასდროს მოიგებს.
*მე და იკერს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, ის - თავისას. ახლა კასილიასს იმ ტიტულის მოგების შანსი აქვს, რომელიც არასოდეს მოუპოვებია" (გუშინდელი მატჩის შემდეგ. ჩელსიმ პორტუ 2:0 დაამარცხა და პორტუგალიური კლუბი ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას).
წყარო: soccerlens.com