კარიმ ბენზემა საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებიდან დროებით დისკვალიფიცირებულია.
გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნოელ ლე გრეტიმ, საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მადრიდის რეალის თავდამსხმელს მატიე ვალბუენას შანტაჟის მცდელობაში ედება ბრალი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ფრანგ ფეხბურთელს 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ბენზემა საფრანგეთის ნაკრებიდან გამოძიების დასრულებამდე იქნება მოკვეთილი.
წყარო: eurosport