ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მილიტო კარიერას 2016 წლის ზაფხულში დაასრულებს.
"ბედნიერი ვარ, რომ კიდევ 6 თვეს გავატარებ რასინგში. იმიტომ ვრჩები, რომ ლიბერტადორესის თასზე მსურს თამაში. იმედი მაქვს გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები. ეს ჩემი ბოლო 6 თვე იქნება ფეხბურთში. კარიერას ზაფხულში დავასრულებ", - განაცხადა მილიტომ.
დიეგო მილიტო რასინგის გარდა, ჯენოაში, სარაგოსასა და ინტერში თამაშობდა.
წყარო: eurosport