მილანის ვიცე-პრეზიდენტმა, ბარბარა ბერლუსკონიმ კლუბის მიზნებზე ისაუბრა.
"ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ახალი სტადიონის პროექტის ჩაშლის გამო. ის შესაძლოა გარდამტეხი მომენტი გამხდარიყო. ჩვენ გუნდის გვჯერა. თავს არ უნდა მივცეთ კიდევ ერთხელ იმის უფლება, რომ ევროტურნირების გარეშე დავრჩეთ", - განაცხადა ბარბარა ბერლუსკონიმ.
მილანი, სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში 24 ქულით მერვე ადგილს იკავებს.
წყარო: Football Italia