17 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
ბორნმუთის ფეხბურთელმა იუნაიტედთან გამარჯვება გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა

ბორნმუთის ფეხბურთელმა ჰარი არტერმა, რომელსაც შუა კვირაში ახალდაბადებული შვილი გარდაეცვალა, შაბათს, მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ ითამაშა.

25 წლის ირლანდიელმა 84-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და ცრემლების შეკავება ვერ მოახერხა, ხოლო 2 წუთში მთავარმა მწვრთნელმა მოედნიდან გაიყვანა.

"ეს ჰარისთვის უმძიმესი დღე იყო. მიუხედავად დიდი ტრაგედიისა, მას მთელი შეხვედრის განმავლობაში ღირსეულად ეჭირა თავი. სიტყვები არ მყოფნის მისი საქციელის გამოსახატად", - განაცხადა ბორნმუთის მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჰოუმ.

ბორნმუთმა იუნაიტედი 2:1 დაამარცხა და კლუბმა გამარჯვება გარდაცვლილ გოგონას მიუძღვნა.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები