17 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
სილვიო ბერლუსკონიმ მიჰაილოვიჩს ულტიმატუმი წაუყენა

მილანის პრეზიდენტმა, სილვიო ბერლუსკონიმ, გუნდის მთავარ მწვრთნელს, სინიშა მიჰაილოვიჩს ულტიმატუმი წაუყენა.

თუ მილანი შემდეგ 2 მატჩს - სამპდორიასთან და ფროზინონესთან ვერ მოიგებს, ამ შემთხვევაში სერბ მწვრთნელს თანამდებობის დატოვება მოუწევს.

მიჰაილოვიჩის შემცვლელებად ლუჩიანო სპალეტი, კრისტიან ბროკი, მაურო ტასოტი, ფრანჩესკო გვიდოლინი და ჩეზარე პრანდელი სახელდებიან.

სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში, მილანი 25 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებს.

 

წყარო: Football Italia

დღის ამბები